ექსპო დუბაი 2020

საქართველოს დღე დუბაიში – ჩვენი ქვეყანა საკუთარი პავილიონით საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ექსპო 2020 დუბაი 191 ქვეყანას აერთიანებს. ისტორია, კულტურა, დამწერლობა, მეღვინეობა, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ტურიზმი – საქართველოს პავილიონში სხვადასხვა თემატიკის შესაბამისი სტენდებია განთავსებული. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც. მომდევნო წლიდან საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, შესაბამისი მემორანდუმი დღეს გაფორმდა. საქართველოს დღის აღნიშვნა სუხიშვილების და ბასიანის კონცერტით დასრულდა.

თამუნა წიკლაური აშუქებს საერთაშორისო გამოფენას და საქართველოს დღის აღნიშვნას.