გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია მრგვალ ბაღთან

გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მრგვალ ბაღთან. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ შარაბიძე  უკანონო პატიმარია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი შარაბიძე უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა, მსჯავრდებული პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

შარაბიძეს 2018 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახის წევრების თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავებმა ჩაუდეს. გიორგი შარაბიძესთან ერთად, შიმშილობის დაწყებას, მისი მეგობრებიც აანონსებენ.