გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმე ორ ნაწილად დაიყო.
დღეიდან ცალკე გამოიძიებენ 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის ეპიზოდს, თუმცა ამ მუხლით ბრალი 17 ფიგურანტიდან ჯერ არცერთს არ აქვს დამძიმებული. პროკურატურა კომპლექსური და გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რის შემდეგაც რამდენიმე დაკავებულს შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ. გენერალური პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიები აქვთ ბრალდებულთა ადვოკატებს, რომლებიც საქმის ორ ნაწილად გაყოფას საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების მცდელობით ხსნიან.