ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონიას საქმეზე მსჯელობს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირადი მიზნებისთვის და საკუთარი თავის წარმოსაჩენად, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შეგნებულად მოიტყუა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე და ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბზე საუბრობდნენ. მან ეს ინფორმაცია ჯერ ერთ-ერთ მედიასაშუალებას მიაწოდა, ამის შემდეგ კი, გამოძიებამ ის რამდენჯერმე დაკითხა, თუმცა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დადგინდა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოგონილი იყო. სხდომის დეტალებით – თეონა ხუბულავა.