გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. ბრალდებულების ინტერესების დამცველები შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე კორონავირუსით ინფიცირებული ადვოკატის კონტაქტები არიან, ამ მოტივით ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ, სასამართლოს კი, შუამდგომლობით წერილობით მიმართეს. პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ ადვოკატებს კორონავირუსის ტესტის პასუხის წარდგენა შემდეგი სხდომისთვის დაავალა. სხდომის დამსწრე ადვოკატის, ლელა გოგოლაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანთან ჰქონდა შეხება და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულების ტესტირების რეკომენდაციით მიმართავენ. დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა იგეგმებოდა.