გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურორის განცხადებით, დაიკითხება აგარაკზე მყოფი ორი პიროვნება და რამდენიმე სამართალდამცველი. დავით ყაზარაშვილის თქმით, აგარაკზე მყოფ პირებთან ასევე გამოიკვლევენ ვიდეოჩანაწერებს. დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელი მოწმეების ჩვენებებიდან ბრალდებულებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ელოდებიან.