მკვლელობა რუსთავში

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა 41 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 48 წლის მამაკაცს, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.