უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა – ახალი ვერსიები იკვეთება მცხეთაში მომხდარ გახმაურებულ საქმეში.
დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ბლაგვი საგნით მიღებული დაზიანებები აღინიშნება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდის არის ეს დაზიანებები მიღებული – წყალში თუ მანამდე. ექსპერტიზა უტარდებათ კონფლიქტის ადგილზე მყოფ პირებსაც. საინტერესო გარემოებებზე მიუთითებს იმ პირის ადვოკატი, რომელიც დაბადების დღის წვეულების შემდეგ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც შაქარაშვილის კვალი იკარგება.