გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმე დაიკითხა. მოუსმინეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელმაც გიორგი რურუას მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.