„მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას, ბრალს დღეს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ რურუას დაკავება კანონის დარღვევით მოხდა. ადვოკატის თქმით, დაკავებისას არ გაუჩხრიკავთ არც რურუა და არც მისი ავტომობილი. მისივე თქმით, რურუას ავტომობილში ჩადეს ნივთი, რომელიც სავარაუდოდ არის მაყუჩი.