გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის წინაშე კეთილშობილი მსახურების, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა.