მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი შედეგი არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევა არის, რეგიონში ვითარებას ძაბავს – ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. გიორგი მარგველაშვილმა ამ თემებზე ვაშინგტონში, სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.