გიორგი კირთაძის განცხადება

„72 ქონება, მათ შორის იუნკერების საფლავი გაასხვისა ერთ ლარად“- ამ წარწერებით დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გიორგი კირთაძის პლაკატები გამოჩნდა. კანდიდატი ამბობს, რომ პლაკატები მმართველი გუნდის დაკვეთით გააკრეს და ეს სიძულვილის ენა ხვალ დასრულდება.