ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ გიორგი ფანჯავიძის საქმეზე სასამართლო 17 ოქტომბერს იმსჯელებს, მანამდე კი, ის მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
შსს ფანჯავიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გიორგი ფანჯავიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დააკავეს.