ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას არ იზიარებდა და მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. გარდა ამისა, პროკურორს საეჭვოდ მიაჩნია ბათუმის მოქმედ მერთან დადებული შეთანხმებაც, რომლის თანახმად დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მერია ბრალდებულთა უძრავ ქონებას გადაიფორმებს.
ბათუმის ყოფილი მერი და ყოფილი მაღალჩინოსნები ე.წ. იაფი სახლის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს.