„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის, გიორგი ჭელიძის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება.
სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურულია. სხდომის საჯაროობის შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ ჭელიძის უფლებადამცველები პროცესზე. პარალელურად სასამართლოში შეკრებილები არიან ჭელიძის მხარდამჭერები. ისინი გიორგი ჭელიძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.