გიორგი ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს

„ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. იურისტი ასევე ამტკიცებს, რომ ჭელიძის სახლიდან ამოღებული იარაღი კანონიერად იყო გაფორმებული. ასევე უფლებადამცველის ცნობით, გუშინ, გვიან ღამით, „ეროვნული ერთობის“ კიდევ ორი წევრის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს, თუმცა პროცესში, საგამოძიებო უწყებას ადვოკატები არ ჩაურთავს.