„ეროვნული ერთობის“ წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ

„ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წაუყენებენ. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ასევე ამტკიცებს, რომ ჭელიძის სახლიდან ამოღებული იარაღი კანონიერად იყო გაფორმებული.

იარაღს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. ასევე უფლებადამცველის ცნობით, გუშინ გვიან ღამით, „ეროვნული ერთობის“ კიდევ  ორი წევრის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს, თუმცა პროცესში საგამოძიებო უწყებას ადვოკატები არ ჩაურთავს.

დაკავებული გიორგი ჭელიძე კი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.