კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევს

ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლებმა ლონდონის ბაღში მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭანტურიას ქუჩაზე იყვნენ გაჩერებულები.

თავდაპირველად სურდათ ქაშვეთის ეკლესიამდე მისვლა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს რუსთაველის გამზირზე ასვლის შესაძლებლობა, შესაბამისად მიიღეს ლონდონის ბაღში გადასვლის გადაწყვეტილება. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებიც გაყვნენ.