რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთან იმყოფებიან მისი ადვოკატებიც.
გიორგი ჭანტურია შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. მას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.