მოუწევს თუ არა გიორგი ჭანტურიას, კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა?! ეს სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გუშინ ჭანტურია, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
უწყებაში იყვნენ დაბარებულები მისი და, მარიამ ჭანტურია და მეუღლე.
რა აინტერესებდა ამჯერად გამოძიებას, რა განაცხადეს გამოკითხვიდან გამოსულებმა და როგორია ადვოკატის პოზიცია, ამის შესახებ რუსუდან ლოლაძე.