გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა

მოუწევს თუ არა გიორგი ჭანტურიას, კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა?! ეს სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გუშინ ჭანტურია, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

უწყებაში იყვნენ დაბარებულები მისი და, მარიამ ჭანტურია და მეუღლე.

რა აინტერესებდა ამჯერად გამოძიებას, რა განაცხადეს გამოკითხვიდან გამოსულებმა და როგორია ადვოკატის პოზიცია, ამის შესახებ რუსუდან ლოლაძე.