პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ეკლესიაში არსებობენ ზნეობრივი ცოდვებით შეპყრობილი სასულიერო პირები, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ისინი უნდა დაასახელოს, ეკლესიამ კი განკვეთოს. ანდრიაძის აზრით, არ არის გამორიცხული შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკლესიის რეპუტაციის შელახვის მიზნით, უშიშროების მიერ ასეთი პირები მართლაც ყოფილიყვნენ ჩანერგილი. სწორედ ამიტომ, ანდრიაძე ფიქრობს, რომ მეუფე პეტრემ ისინი უნდა დაასახელოს და მოინანიოს ის საქიციელი, რაც მან პატრიარქის მიმართ ჩაიდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მას უფრო მძიმე საეკლესიო სასჯელი დაემუქროს.