დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

ემუქრება თუ არა პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთა, – ეს კითხვა ჟურნალისტებმა დღეს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს დაუსვეს.

დეკანოზ გიორგი ჯაღმაიძის განმარტებით, წინასწარ თქმა შეუძლებელია, რადგან  ასეთი საკითხები წმინდა სინოდის მსჯელობის საგანია. რაც შეეხება მეუფე პეტრეს განცხადებას სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სინოდის სხდომის საჯაროდ გამართავა სრულიად წარმოუდგენელია. ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ ეთანხმება მეუფე პეტრეს შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პატრიარქთან, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელი შეხვედრა პატრიარქის მიმართ თანადგომის გამოხატულება იყო.