ვითარება საპატრიარქოში 

მღვდელთმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა.

ყოფილი მიტროპილიტი წმინდა სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შიო მღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. ამ ეტაპზე მისი გეგმები უცნობი რჩება. რეზონანსული და სკანდალური გამოსვლებით ცნობილი სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ სინოდმა ის ეკლესიიდან საერთოდ განკვეთოს. საპატრიარქოში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა დამატებითი სანქციები შეიძლება აამოქმედონ დაუმორჩილებლობის გამო ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის მიმართ, რომელმაც ხუთშაბათს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

 

 

 

დატოვე კომენტარი