ვითარება მარტვილის ეპარქიაში

სასულიერო პირების ნაწილს, მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი ზიარებას უკრძალავს.  სტეფანე კალაიჯიშვილი მათ ამბოხებულებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი პეტრე ცაავას გავლენის ქვეშ არიან. ამ განცხადებას საპასუხო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიმართვის ადრესატები მას ცილისწამებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მეუფეს არ დაემორჩილებიან.

მოამბე