თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი ახალი პროგრამის წარმოსადგენად ემზადება. ეს იქნება გიორგი ალექსიძის დადგმების ახლებური ვერსია. სამეფო უბნის თეატრში მისული მაყურებელი ორ ბალეტს და საბალეტო მინიატურებს ნახავს. საღამოს მთავარი კონცეფცია სიკეთეს და ბოროტებას შორის ბრძოლის იდეას ემყარება.