თბილისის ბაროკო ფესტივალი

პანდემიამ შეცვალა „თბილისის ბაროკო-ფესტივალის“ ორგანიზატორთა გეგმაც. ღონისძიებები წელს ონლაინფორმატში ჩაივლის. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი 12-ის ნაცვლად მხოლოდ ორ კონცერტს წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ეწვევა.

ბაროკოს ინსტრუმენტის თანხლებით შესრულებულ კომპოზიციებთან ერთად, ონლაინფესტივალის  სტუმრები, თბილისის თანამედროვე ბალეტის ვიდეოწარმოდგენასაც ნახავენ. ერთ ვიდეორგოლში თავმოყრილი სხვადასხვა მინიატურები და კომპოზიციები, გიორგი ალექსიძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.