გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო საღამო

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული ორი თითო მოქმედებიანი ბალეტი სცენაზე ბრუნდება.

12 ნოემბერს „ფიროსმანს“ და „კონექსიონს“ რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ. ეს არის იგივე ვერსია, რაც წლების წინ ცნობილმა ქორეოგრაფმა თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში დადგა. ალექსიძის ქორეოგრაფია მისმა მეუღლემ და შვილმა აღადგინეს. სცენაზე ქორეოგრაფის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი წარდგება.