პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც ქორეოგრაფის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი წარმოადგინა.

მოამბე