გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი
გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი თბილისში მეორე დღეა გრძელდება.
საერთაშორისო ფორუმს 50 ქვეყნის 100-ზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.
კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს თბილისში გაირკვევა, რომელი ქვეყანა გაიმარჯვებს და სად ჩატარდება შემდეგი კონგრესი.
დელეგატებმა გამარჯვებული ქვეყანა იტალიას, პორტუგალიას, სერბეთსა და ფილიპინებს შორის უნდა აარჩიოს.
ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოში ტურიზმის დონის ამაღლებასა და ასევე ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ასევე საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.