საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა. მისი განცხადებით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.