„აი იას“ დამფუძნებლების განცხადება

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები.

მოძრაობის წევრების თქმით, მათ ბოლო სამ დღეში უკვე ორი ათასი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს და პირადი თავდებობის შესახებ ხელმოწერებს ხვალ სასამართლოს წარუდგენენ.

სამართალდამცველებმა სამი პირი ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მუქარის და ძალადობის მუხლებით დააკავეს. სასამართლომ მათ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.