აქცია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“

„არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ – ამ სახელწოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, შეკრება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოების წუხილს გამოხატავდა. იყო სიტყვით გამოსვლები. მოგვიანებით შეკრებილებს ზაზა პაპუაშვილმა რეზიუმეს სახით წერილი გააცნო, სადაც ხელისუფლების მისამართით კონკრეტული მოთხოვნები იყო დასახელებული. დასასრულს შეკრებილებს სიტყვით მიმართა გია გაჩეჩილაძემ და აქციის მონაწილეებს ახალი კლიპი წარუდგინა.