ქვევრის ღვინო, საოჯახო მარნები, ღვინის დამზადების ტექნოლოგიები – თბილისში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ტარდება.
საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია რვა ქვეყნის ათეულობით კომპანია. „ვაინ ექსპო 2024“-ზე მცირე მარნების ექსპოზიციაც ეწყობა. გამოფენა მონაწილეებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ წარმოება განავითარონ, ბიზნეს-კავშირები დაამყარონ და ახალი საექსპორტო ბაზრები მოიძიონ. გამოფენის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხა ბაზრის გამოცდილებას უზიარებენ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ღვინის ექსპერტები, სომელიები და მაგისტრებიც ესტუმრნენ.