კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია

ცნობილი ფოტო-ხელოვანის უნიკალური მემკვიდრეობა ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს.

უკვე ონლაინ-პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია ისტორიული ფოტო-მასალა, რომელიც საქართველოში ღვინის დამზადების პროცესს და მევენახეობის და სხვა სამეურნეო დარგების განვითარებას ასახავს. კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებული ფოტოების დათვალიერება ეროვნული არქივის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ციფრულ ფოტო კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეაბრეშუმეობის და მეფუტკრეობის განვითარებასაც. ასევე შესაძლებელია ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ძველი თბილისის ხედების ნახვაც.   ალბომების სკანირების პროცესი გრძელდება და ეროვნული არქივი საზოგადოებას ახალ ფოტოებს უახლოეს მომავალში ისევ შესთავაზებს.