ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა დიუსელდორფში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გამოფენაზე ქართული ღვინის 25 კომპანია იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან, სადაც ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა მიეცათ.