თბილისში მალე ღვინის მუზეუმი გაიხსნება.
ეს იქნება სივრცე, სადაც დამთვალიერებელი ღვინის წარმოების უძველეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ არტეფაქტებს გაეცნობა. უნიკალური მემკვიდრეობა და ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია უძველესი ქარვასლის მიწისქვეშა დარბაზებში გაცოცხლდება. ადგილზე მისულ ვიზიტორებს ძველი თბილისის ფოტოების ფონზე ქართული ღვინის 200-მდე ნიმუშის დაგემოვნებაც შეეძლებათ.