საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის მზადება მიმდინარეობს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. აშშ-ის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის –„სტრაიკერის“ კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაატარეს.
ტექნიკა გორშიც გაჩერდა, სადაც მოსახლეობას მისი დათვალიერების საშუალება ჰქონდა. ამერიკული ჯავშანტექნიკა ამ დროისთვის უკვე ვაზიანის ბაზაზეა განლაგებული.