„ღირსეული პარტნიორი 2018“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად, მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომლის სახელწოდებაა – „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო“.

წელს საჩვენებელ სწავლებაში ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები აპაჩები იყო ჩართული. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს პირველად გაისროლეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატან კომპლექს ჯაველინიდან”.

საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა მარდერმა გაუწია, სწავლებაში ქართული, ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტექნიკა გამოიყენეს.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც სამხედროები დააჯილდოვეს.