„ღირსეული პარტნიორი 2018“ გრძელდება

საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ გრძელდება. მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა და მასში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

წვრთნის პირველ ეტაპზე სიმაღლეზე გამაგრებულმა ქვედანაყოფებმა თავდაცვითი ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტექნიკა და შეერთებული შტატების მეორე საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანებისტრაიკერები.

საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ამერიკის ევროპული სარდლობის ლიდერობით, წვრთნები ორი კვირაა  მიმდინარეობს.