საქართველო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

საქართველო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება. “ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მე-4 ჩატარდება, ამჯერად უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სამხედროებითა და ჯავშანტექნიკით. 1-ელ აგვისტოს 13 ქვეყნის 3000 სამხედრო მოსამსახურე ოფიციალურად დაიწყებენ მრავალეროვან სამხედრო წვრთნებს, რომელიც ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, აეროდრომსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება და რომლის მიზანიც, საქართველოს ნატო-ს ძალებთან თავსებადობის ამაღლება და სამხედრო ოპერაციებში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება, იგი 15 აგვისტომდე გასტანს. „ღირსეული პარტნიორი 2018-ის“ შესახებ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მარიამ მენაბდის სიუჟეტში.