„ღირსეული პარტნიორი 2018“.
ვაზიანში მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ფარგლებში კომბინირებული სწავლება გაიმართა.
წვრთნაში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ მონაწილეობას.
საველე საჩვენებელ სწავლებაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები -„შავი ქორები“ და „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო ევაკუატორი მონაწილეობდა.