„დელტას“ საქმიანობის 2018 წლის ანგარიში

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ 2018 წელი შეაჯამეს.

ცენტრის ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა მედიას გასულ წელს განხორციელებული პროექტები და ექსპორტზე გატანილი სამხედრო ტექნიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.

ძოძუაშვილმა „დელტას“ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის „დელტა“ პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობაზე მუშაობს, ასევე, მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის კიდევ უფრო დახვეწა და საავიაციო პროექტებზე მუშაობა.