მძიმე ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ინფიცირების დინამიკა კლების ნაცვლად, იზრდება – კორონავირუსი კიდევ 17 000 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, მეექვსე ტალღის პიკის პერიოდი კიდევ ორ კვირას გაგრძელდება, რის შემდეგაც ყოველდღიური მაჩვენებლების ჯერ დასტაბილურებას, მოგვიანებით კი ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის შემცირებას ელოდებიან.

ეპიდემიური მდგომარეობის დამძიმება დრამატულად არა, თუმცა გარკვეულწილად უკვე აისახა ჰოსპიტალურ სექტორზე. წინა კვირასთან შედარებით, კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტების რაოდენობა თითქმის 600-ით არის გაზრდილი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. ექიმების ვარაუდით, რამდენიმე დღეში „ომიკრონი“ „დელტას“ პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლებს და დომინანტი შტამი გახდება.