ნატოს სტანდარტის შაშხანის წარმოება

საქართველოში ნატოს სტანდარტის ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება იწყება.

ავტომატური შაშხანები ამერიკული ჩარხ-დანადგარებით ქართულ-ებრაულ საწარმოში დამზადდება. ქარხანა „დელტას“ ბაზაზე იმუშავებს. საწარმოო პროცესში კი უმაღლესი სასწავლებლების გადამზადებული კურსდამთავრებულები ჩაერთვებიან. გეგმის თანახმად, ქართული შეიარაღებული ძალების აღჭურვის პარალელურად, ქვეყანაში აწყობილი ცეცხლსასროლი იარაღი მომავალში ექსპორტზეც უნდა გავიდეს.

ახლად გახსნილ საწარმოში სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზაციასაც გეგმავენ.

დატოვე კომენტარი