“ღირსეული პარტნიორი - 2018”

რუსეთის აგრესიისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, მზარდია სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ნატო-ს ეგიდით საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ტარდება. სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან. სწავლება წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებით ფართომასშტაბიანია, – გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობასთან ერთად, გერმანული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ავიაციის რაოდენობა.

გიორგი ცხვიტავას რეპორტაჟი.