მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო სავარჯიშო მიმდინარეობს.
წვრთნების ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან. საერთაშორისო სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი სროლის სავარჯიშოებს ასრულებს. საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერების“ დახმარებით საცეცხლე მომზადებას გადიან ამერიკის მეორე საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კი, ქართველ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.