წვრთნები ვაზიანში

თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონმა სიტუაციაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონეზე გაიმართა. ოცეულმა M240-ტიპის ტყვიამფრქვევების საცეცხლე მხარდაჭერით თავდაცვითი ოპერაცია განახორციელა.

სწავლების უსაფრთხოება 41-ე ბატალიონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა უზრუნველყო. მისი შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და სამხედროებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს სრულად გაართვეს თავი. სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღებული საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.