თბილისში „პრაიდ“-კვირეულის გამართვის გეგმას საქართველოში აშშ-ის ელჩი ეხმაურება.
დიპლომატის თქმით, საქართველო წლების განმავლობაში იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის და მოქალაქეების შეკრების და გამოხატვის უფლებას ხელი არ უნდა შეუშალონ. მისივე თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი ნება.
თბილისში „პრაიდ“-კვირეულის გამართვა 1-5 ივლისს არის დაგეგმილი. კვირეული სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას მოიცავს. ორგანიზატორები 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავენ. მათი თქმით, წელს მთავარი სოლიდარობის გამოხატვა იქნება.